Terrametric - მთავარი

შეუკვეთე ზარი

სახელი და გვარი
ტელეფონის ნომერი
საკონტაქტო ფორმა
Project View
Click Iconაირჩიეთ ბლოკი

პროექტის შესახებ

ახალი პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი Terrametric კრწანისი მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კომპლექსი 3 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება და ჯამში 105 ბინას აერთიანებს. კომფორტული ცხოვრებისთვის პროექტში გათვალისწინებულია ღია აუზი, საბავშვო მოედანი, შიდა გამწვანებული ეზო, ლობი კონსიერჟის სერვისით, 24 საათიანი დაცვა, ელექტრო დამტენებითა და სათავსოებით აღჭურვილი დახურული პარკინგი.

მშენებლობაში 10 წლიანი გამოცდილების შემდეგ, 𝐓𝐞𝐫𝐫𝐚𝐦𝐞𝐭𝐫𝐢𝐜 კრწანისი ჩვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, პირველი პროექტია. შესაბამისად განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებთ პროექტის თითოეულ დეტალს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის სამშენებლო ხარისხია. სწორედ ამიტომ პროექტში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს. ჩვენი მომავალი მაცხოვრებლების მშვიდი ცხოვრებისთვის კი პროექტი სრულად აღჭურვილია ენერგო ეფექტური მასალებით და ხმისა და თბო იზოლაციის სისტემებით.

𝐓𝐞𝐫𝐫𝐚𝐦𝐞𝐭𝐫𝐢𝐜 კრწანისში ბინები ბარდება მწვანე კარკას + კონდიციით, რაც გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

დაბალსართულიანი განაშენიანება, თბილისის პანორამული ხედები და მომავალი მაცხოვრებლების სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული ბინების გეგმარებები 𝐓𝐞𝐫𝐫𝐚𝐦𝐞𝐭𝐫𝐢𝐜 კრწანისს საცხოვრებლად განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

პროექტი დაფინასებულია თიბისი ბანკის მიერ და სრულდება 2027 წლის დეკემბერში.